"პატრონი არ გვყავს, უწყლოდ გვახრჩობენ"- მოქალაქის წერილი / განახლებული/

12 ოქტომბერი 2019, 13:14 1947 ნახვა

"უკვე ერთი კვირაა სოფელ ქობულეთის ნაწილს წყალი არ მოგვეწოდება. უწყლოდაა დარჩენილი კონდიდი, ალმბარი, მუხაესტატე და კიდევ რამდენიმე სოფელი, რომლებიც ზენითის წყალსაცავიდან მარაგდებიან. ადგილობრივები  დახმარებას ვითხოვთ" - გვწერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ "ქობულეთის წყლის" ინფორმაცით, წყლის მიწოდება გუშინ უნდა აღდგენილიყო, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა, უფრო მეტიც, მათივე თქმით, შპს "ქობულეთის წყლის" უფროსი უკვე მეორე დღეა მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

"გაგვაწამეს ჯერ პრობლემებით, შემდეგ უყურადღებობით"-გვწერს მოქალაქე ლალი ანანიძე სოციალურ ქსელში.  

ქობულეთის მერიაში ამბობენ,  რომ წინა კვირაში მოსული უხვი ნალექის გამო ჭახათში, წყლის სათავე ნაგებობასთან  მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ კი წყლის მილი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ სათავე ნაგებობა მიუვალ ადგილზეა პროცესი  გაჭიანურდა. ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ  სამუშაოების ნაწილი დასრულებულია და წყლის მიწოდება მოქალაქეებს დღის ბოლომდე აღუდგებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში