მოქალაქეებს გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე აღუდგება - სოკარი

12 ოქტომბერი 2019, 11:43 2102 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, გაზის მიწოდება მოქალაქეებს სრულად დღეს დღის ბოლომდე აღუდგება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ჩართულია აბონენტების 80% და პარალელურად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში გამაფრთხილებელ შეტყობინებებს​ეტაპობრივად sms-ის სახით ღებულობდნენ.  ''სოკარი'' მოსახლეობას მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული ბუნებრივი აირის  ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარის''  ცხელ ხაზზე: 16 114

გაზი აჭარაში 93 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა. „სოკარის“ განმარტებით, მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოები იყო. თავდაპირველი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეიდან, 12 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომპანიამ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოები ერთი დღით ადრე დაასრულა, ამიტომ მოქალაქეების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ, 11 ოქტომბერს  დილიდან აღუდგა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში