პეტრას ციხის გვერდით სასტუმროს მშენებლობას კანონი კრძალავს

08 ოქტომბერი 2019, 20:30 218 ნახვა

რას უპირებს პეტრას ციხის მიმდებარედ შეძენილ მიწას ახალი მესაკუთრე? - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც დღეს საზოგადოება „ბათომი“ სვამს. საქმე იმაშია, რომ არქეოლოგიური კომპლექსის არეალში მიწა ახლახან გაიყიდა, მყიდველი კი ამბობს, რომ არ იცოდა თუ ტერიტორია დაცვის ზონაში შედიოდა.

უფრო მეტიც აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას მითითებული არ ჰქონდა, ინვესტორებმა კი ტერიტორიაში 4 მილიონამდე ლარი გადაიხადა.

ახლა მყიდველს კითხვები თავადაც აქვს, მთავრობასთან კითხვები აქვს საზოგადოებასაც, ასე რომ ალბათ შესაბამის უწყებებს პასუხების გაცემა იმ პირებისთვის მოუწევთ, ვინც ისტორიის დაცვას ცდილობს, ან იმისთვის ვინც დიდი ფასი, შესაძლო დიდ გაურკვევლობაში გადაიხადა. არქეოლოგიური ზონა, განაშენიანების გეგმა, აჭარის მთავრობის კონცეფცია და ქობულეთის საკრებულო - როგორ გაყიდა მიწა ქვეყნის მთავრობამ აჭარაში, რეგიონში მიღებული გადაწყვეტილებების და ისტორიული ჩანაწერების ფონზე

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი