ჰააგის სამრეკლოში "ყვითელი ფოთლები" აჟღერდა

04 ოქტომბერი 2019, 16:38 2523 ნახვა

დღეს, 4 ოქტომბერს, გია ყანჩელის პატივსაცემად, ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან, მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმიდან „შერეკილები“ - "ის აქ არის" აჟღერდა.

ჰააგის სამრეკლოს ზარებმა  დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა.ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. 

ქართული კომპოზიციების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი