მარადიდში მეწყერი ჩამოწვა 

28 სექტემბერი 2019, 15:35 2326 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მეწყრული პროცესები განვითარდა. მუთიძეების  საკარმიდამო ნაკვეთში საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილობრივები შიშობენ, რომ შექმნილი მდგომარეობა საფრთხეს საცხოვრებელ სახლსაც უქმნის და მისი დანგრევის საშიშროებაცაა.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზის პარალიზებაც მოახდინა.

აჭარის მაუწყებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ  ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სახლის დანგრევასთან დაკავშირებულ საფრთხეს,  მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სახლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად არც ოჯახის გამოსახლება იგეგმება. მათივე ინფორმაციით გეოლოგები ადგილზე  ორშაბათს ავლენ და სიტუაციას შეისწავლიან. მერიაში არც იმას  გამორიცხავენ, რომ   ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება დარჩეს საჭირო.

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კირნათში და მახინჯაურშიც. ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ სოფელ კირნათში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მახინჯაურში კი გზა უკვე გაწმენდილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი