სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

22 ნოემბერი 2024, 17:57 402 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დაიწო და იგი მეოთხედ იმართება. წელსაც ფესტივალში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები მონაწილეობენ, სპექტაკლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
ესენია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულის თეატრი „დიდი და მცირე სცენა. ასევე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფესტივალის დახურვის ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. წელსაც ფესტივალს კვალიფიციური ჟიური ეყოლება, სამი ადამიანის შემადგენლობით, სწორედ ისინი გამოავლენენ გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში. გარდა სპექტაკლებისა ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, რეგიონალური ორგანიზაციის მიერ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში