სკოლის ბუფეტში ირწმუნებიან, რომ აკრძალულ პროდუქტს, შოკოლადსა და საღეჭ რეზინებს პედაგოგებზე ყიდიან

26 სექტემბერი 2019, 18:15 2554 ნახვა

საჯარო სკოლებში დაუშვებელია საღეჭი რეზინის, კანფეტის ან შოკოლადის გაყიდვა - ეს შესაბამისი დადგენილებით აკრძალულია, თუმცა სკოლებში თვალსაჩინო ადგილზე იყიდება საღეჭი რეზინიც, შოკოლადებიც და ტკბილეულიც. 

სკოლის ბუფეტში ირწმუნებიან, რომ შოკოლადებს და ტკბილეულს მხოლოდ მასწავლებლებს აძლევენ. 

"მასწავლებელიც ხო ყიდულობს არა? სნიკერსი უნდა, ტკბილეულობა უნდა. დასვენებაზე და მაგიტომ გვაქვს, რომ წაიხემსონ. მაგრამ, ზუაჩკები, მემგონი, არ შეიძლება მაინც და მაინც" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ერთ-ერთი საჯარო სკოლი სბუფეთის გამყიდველი. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი