გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ტრენინგი სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებისთვის

24 ოქტომბერი 2025, 14:05 482 ნახვა

ბათუმში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, კასკადური ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგ-კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებში, ადრეულ ასაკიდანვე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად.

დამსწრე აუდიტორიას დაურიგდათ სახელმძღვანელოები, სახელწოდებით ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსებისთვისაა განკუთვნილი.

სახელმძღვანელო მიზნათ ისახავს, გაუღვივოს პატარებს ინტერესი ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, ამასთან წაახალისოს ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ბავშვებს გარემოს შეცნობაში დაეხმარება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე