განათლების რეფორმის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ სკოლებში სწავლა 11 წლიანი გახდება. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაანონსებული რეფორმის მეტ დეტალს ელოდებიან. აცხადებენ, რომ ამით ქვეყანა ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლირდება. ქვეყანა 2005 წელს შეუერთდა ევროპულ განათლების სისტემას, რომელიც 12-წლიან სასკოლო განათლებასაც ითვალისწინებს.
პედაგოგებისა და განათლების ექსპერტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაანონსებული ცვლილება ძალაში შევა, ეს ქართველ აბიტურიენტებს სკოლის დასრულების შემდეგ უცხოეთში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას შეუზღუდავს და არაერთ ბარიერს დაუწესებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე