ვაკვირდებით და მალე გვექნება პასუხი რასთან გვაქვს საქმე - ზარდიაშვილი პრეზიდენტზე 

23 სექტემბერი 2019, 11:01 255 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ვაზო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ''ქართულ ოცნებას'' არასწორ და გაუმართლებელ შეწყალებაზე ადეკვატური რეაგირება ექნება. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი პროცესებს დეტალურად აკვირდება. ''რასთან გვავქს საქმე''? - ზარდიაშვილის განცხადებით, ეს მალე ეცოდინებათ.

''როგორც ჩემი პირადი, ასევე ''ქართული ოცნების'' აზრია, რომ ნებისმიერ გაუმართლებელ შეწყალებას ექნება ადეკვატური შეფასება. 

შესაბამისად, მიუღებელია ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატის და პრეზიდენტად არჩეულის მხრიდან, ასევე წინა პრეზიდენტის მიერ არასწორად შეწყალებული პირები. 

ამ პროცესს აკვირდება ყველა, მათ შორის მმართველი გუნდი და დეტალური დაკვირვების შემდეგ, ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ პასუხებს, რასთან გვაქვს საქმე'' - უთხრა ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც საპატიმრო ნარკორეალიზატორმა დატოვა.

34 შეწყალებულებს შორის არიან მკვლელობაში მსჯავრდებულებიც

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში