ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა 

20 სექტემბერი 2019, 10:23 1336 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს 2 მოქალაქეებს უკვე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

კიდევ ერთი დაკავებულის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე იმსჯელებს.

სამართალდამცველებმა ბავშთა პორნოგრაფიის ქსელი გამოავლინეს, რომელშიც 11 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის,  ბავშვების მშობლები და ნათესავები.

გამოძიების თანახმად ისინი არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო გადაღებას აიძულებდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში