ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების გამო, მშობლები და ნათესავები დააკავეს 

19 სექტემბერი 2019, 14:03 13237 ნახვა

სამართალდამცველებმა ბავშთა პორნოგრაფიის ქსელი გამოავლინეს, რომელშიც 11 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ერთი აშშ, ერთიც ავტრალიის, ხოლო 9 საქართველოს მოქალაქე. 

საქართველოს მოქალაქეები ბავშვების მშობლები და ნათესავები არიან. გამოძიების თანახმად ისინი არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო გადაღებას აიძულებდნენ. 

გადაღებები თბილისის ერთ-ერთ ბინაში მიმდინარეობდა. ოთახში უამრავი აქსესუარი იყო. კადრში ჩანს ქუსლიანი ფეხსაცმელები, ბიჟუტერია, ტანსაცმელი, კაბები, თეთრეული. 

ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა'' - აცხადებენ შსს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი