4 ოქტომბრის აქციის საქმე - გამოძიების ფარგლებში ამ დროის დაკავებულთა რიცხვი 46-ს შეადგენს. მათი ნაწილი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ნაწილის სასამართლო პროცესები კი ამ წუთებში მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლო 8 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ.
ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებიდან ჯერჯერობით ერთადერთია ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომლის შემთხვევაშიც საბრალდებო უწყებამ პატიმრობა არ მოითხოვა და იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე