19 წლის გოგო, ნარკოზის დროს ალერგიული რეაქციით გარდაიცვალა 

18 სექტემბერი 2019, 12:30 3580 ნახვა

რუსთავის საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა. პაციენტს ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ანესთეზიის დროს დაიღუპა. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც ორგანიზმში მედიკამენტის განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში ვითარდება. 

კლინიკის დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, რომ პაციენტის ანესთეზიის გაკეთებისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, მის გადარჩენას მედიკოსები 10 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. 

"19 წლის გოგო იყო ოპერაციაზე მოსული. ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით შეყვანისას, ოპერაციის დაწყებამდე განუვითარდა ძალიან მძიმე ანაფილაქსიური შოკი, რომლიდანაც გამოყვანა ვერ მოხერხდა და 10 საათის მუშაობის შემდეგ საბოლოოდ გული გაჩერდა და დაიღუპა. ანალიზებიც, სინჯიც გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის გარანტია ამ დაავადებისგან თავის ასაცილებლად. ასეთი რამ უიშვიათესად ხდება, თუმცა მაინც ვითარდება ეს ვერაგი გართულება", - აცხადებს დავით გოგოძე. ინფორმაციას info rustavi.ge  ავრცელებს. 

19 წლის გოგოს ოჯახის წევრები კი ფიქრობენ, რომ გულის გაჩერება, სავარაუდოდ, ნარკოზის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში