''ტორპედოს'' ფეხბურთელები კლუბში შექმნილ ვითარებაზე ხვალ საჯაროდ ისაუბრებენ

13 სექტემბერი 2019, 18:42 1576 ნახვა

ქუთაისის ''ტორპედოს'' ფეხბურთელები კლუბში არსებულ ვითარებასა და ფინანსურ პრობლემებზე ხვალ ღიად ისაუბრებენ. ჟურნალისტებთან შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნდა. 

„ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენი გუნდის (სრული შემადგენლობით) პრესკონფერენცია გაიმართება. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, კლუბში შექმნილ გაუსაძლის პირობებსა და, ზოგადად, იმ ყველაფერზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში „ტორპედოს“ ირგვლივ ხდება, ღიად ისაუბრონ. აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა იმ გულშემატკივარსაც, ვისაც ჩვენი კლუბის ბედი ანაღვლებს“ – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

ფეხბურთელებს უკვე შვიდი თვეა ხელფასი არ აუღიათ.

ქუთაისის მერიამ კლუბ „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მერიამ შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად მიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი