სადახლოზე, წითელ ხიდსა და სარფში 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

09 სექტემბერი 2019, 15:44 281 ნახვა

7-9 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“,  არადეკლარირებული სიგარეტის შეოტანის ფაქტზე სამი პირი დააჯარიმეს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართვლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, სომხეთის მოქალაქე ვ.დ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა."- წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი