ცხელი პოლიტიკური სეზონის ფონზე შეარჩია უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბოლოო სიაშია მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პროტესტს რამდენიმე თვეა გამოთქვამენ არამოსამართლე წევრები. ცნობისთვის, ეს ის ვაკანტური ადგილებია, რომელთა შევსებაც იუსტიციის საბჭოს გასული წლის ბოლოს სწრაფ რეჟიმში სურდა. საბოლოოდ ამას ხმაური მოჰყვა და სია უკან გაიწვიეს. რამდენი მოსამართლე მოხვდა ახალ ჩამონათვალში ძველი სიიდან?