ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ხვალ გაიხსნება

31 აგვისტო 2019, 20:59 2028 ნახვა

ხვალიდან ათი დღის განმავლობაში  ბათუმი    „შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს“ უმასპინძლებს.   პიანისტ  ელისო ბოლქვაძის  მიერ დაარსებული ფესტივალი  წელს  მეშვიდედ  ტარდება,ამჯერად ბათუმის დრამატულ თეატრში.  

მუსიკალურ საღამოებს ქართველი და უცხოური პიანისტები  გაუძღვებიან. წლევანდელი  ფესტივალი    თემატურად  მრავალფეროვანი იქნება.   

მოეწყობა  გამოფენა, პოეზიის საღამო  და წიგნის პრეზენტაცია,ასევე  არტბანაკი ახალგაზრდებისათვის.     

ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი ერთადერთი  კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით ტარდება . ხვალ 20 საათზე, ფესტივალი,  ელისო ბოლქვაძის კონცერტის გაიხსნება და  10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში