სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ფარული ჩანაწერები

30 აგვისტო 2019, 18:07 1747 ნახვა

ღურტის საბავშო ბაღი პედაგოგებსა და გამგეს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ყურადღების ქვეშ  მოექცა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტვ 25-მა გაავრცელა.  ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც ბაღის ხელმძღვანელი ერთ -ერთ თანამშრომლებს ფიზიკურადაც ეხება.

თანამშრომლები, ადგილობრივები და მშობლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ რომ ბავშვებს ბაღში არ მიიყვანენ.  

მედეა მამულაძე კი ამბობს, რო პირიქით მას ებრძვიან და მისი თანამდებობის დაკავება სურთ. მშობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა მათ სახლებამდეც აღწევს და ხშირ შემთხვევაში ეს კვირაში რამდენჯერმე, ბავშვების თანდასწრებით ხდება.  

ბაგა ბაღების გაერთიანებასა და თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ფაქტზე დისციპლინარული კომიტეტი იმსჯელებს და მედეა მამულაძის მისამართით, სასჯელის უმკაცრესი ზომები გატარდება. არ გამორიცხავენ თანამდებობიდან გათავისუფლებასაც.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, ანზორ ბოლქვაძეს ბაღში არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი