ქობულეთელი ფერმერები განმარტებებს პირადად თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვენ - აქცია მთავრობასთან

30 აგვისტო 2019, 12:26 1521 ნახვა

ქობულეთის სოფლებიდან რამდენიმე წარმომადგენელი აჭარის მთავრობის შენობასთან შეიკრიბა.

ფერმერთა მცირე ნაწილი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს  აინტერესებთ პირადად თორნიკე რიჟვაძისგან გაიგონ თუ როგორ აპირებენ ისინი თხილის რეალიზაციასთან დაკავშირებით მათ დახმარებას. ასევე, თუ როდის შეძლებენ ისინი თხილის შესაბამის ფასში რეალიზაციას.

მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს,რომ მთავრობის თავმჯდომარე  ადგილზე არ იმყოფებოდა და მას აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიდნენ.

ქობულეთელმა ფერმერებმა აჭარის მთავრობასთან შეკრება  თორნიკე რიჟვაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში