გუგუტიანთკართან რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

21 აგვისტო 2019, 14:31 1582 ნახვა

დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარის თავზე ვერტმფრენი გამოჩნდა.  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ამბობენ, რომ ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და  სოფლების მერეთის,ზარდიაანთკარის და გუგუტიაანთკარის გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

სუს-ის მომხდარს პროვოკაციად აფასებს. 

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განაცხადეს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში