ჰონდურასში ქომაგების დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

19 აგვისტო 2019, 18:42 1278 ნახვა

ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას  3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 10 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს შემთხვევა 17 აგვისტოს, „ოლიმპიასა“ და „მოტაგუას“ შორის მატჩის დაწყებამდე მოხდა. „ოლიმპიას“ გულშემატკივრებმა „მოტაგუას“ ფეხბურთელების ავტობუსს ქვები დაუშინეს, რის გამოც 3 ფეხბურთელი შუშის ნამსხვრევებით დაზიანდა.

მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა მატჩის გადადების შესახებ განაცხადეს, ფანებს შორის ჩხუბი  ტრიბუნებზე, შემდეგ კი  სტადიონის მიღმა გაგრძელდა.ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენელის   ინფორმაციით  „გარდაიცვალა სამი ადამიანი, კიდევ 7-ს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით  მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ამბობს, რომ  სამი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია“. ფანებს შორის ჩხუბის დაწყების დროს სტადიონზე 10 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ჩხუბის მონაწილეთა დასაკავებლად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი