ფსიქოლოგ მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

15 აგვისტო 2019, 10:02 2142 ნახვა

ფსიქოლოგ მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში.“მშვიდობით, ძია გერშვინ!“ _ მაია ცირამუას სადებიუტო ნაშრომია, რომელიც მან 19 წლის წინ დაწერა, გამოქვეყნება  კი ახლა გადაწყვიტა.
 

ავტორი ამბობს, რომ ურთიერთობები, ამბები და პრობლემები, რომელიც წიგნშია აღწერილი დღემდე აქტუალურია, ამიტომაც ყველა თავის ისტორიას ამოიცნობს წიგნის პერსონაჟებში. “მშვიდობით, ძია გერშვინ!“ - სერია “საკუთარი ოთახის“  ფარგლებში გამოქვეყნდა.

ეს სერია ქალ ავტორებს აერთიანებს, რომლებიც თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობენ. წიგნი მკითხველს გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში“ წარუდგინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში