სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია

29 აგვისტო 2016, 00:00 3543 ნახვა

ღორჯომში საჯარო სკოლის სპორტ-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტი აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ,,სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა" ფარგლებში მოეწყო, რისთვისაც 4 ათას ლარამდე თანხა გამოიყო. ახალი დარბაზი გაკეთდა თხილვანის საჯარო სკოლაშიც. ამ ეტაპზე სასპორტო დარბაზის რეაბილიტაციას რიყეთის და დიოკნისის სკოლები საჭიროებენ. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ეს სკოლები მომავალი წლის პრიორიტეტებში მოხვდება.

ამავე კატეგორიაში