ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

30 ივლისი 2019, 14:14 2188 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ლუკა ასათიანის და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ორ მოქალაქეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

ექიმების განცხადებით მათ მძიმე დაზიანებები არ ჰქონდათ. 

ადგილზე პოლიციაც მივიდა. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი