ქობულეთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა 

29 ივლისი 2019, 14:49 3335 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი გოგონას დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, გოგონა კონტაქტური იყო. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეები უყვებიან, რომ ავტომობილი სწრაფად არ მოძრაობდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. 

ქუჩა პოლიციის ლენტითაა გადაკეტილი.

ადგილზე იმყოფება მძღოლი, რომელიც გოგონას ქუჩის გადაკვეთის დროს დაეჯახა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში