ხულოში ავარიის დროს, სავარაუდოდ, ბაბუა და შვილიშვილი დაიღუპნენ

25 ივლისი 2019, 13:29 7391 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ღორჯომის თემში. ''უაზის'' ტიპის სატვირთო ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. 

ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. 

ხულოს სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო: არქივი

ფოტო დღეს ხულოში მომხდარ ავარიას არ ასახავს. ფოტო და ვიდეო მასალას მაუწყებელი მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში