#მზე სოფელში ანათებს

20 ივლისი 2019, 12:05 1302 ნახვა

#მზე სოფელში ანათებს -  ქობულეთი  კიდევ ერთ ფესტივალს  დღეს უმასპინძლებს.  ღონისძიების  მთავარი ადგილი  ამჯერად სოფელი კოხი იქნება.  საფესტივალო   პროგრამა  დღის მეორე ნახევარში  ველო მარათონით   დაიწყება,   გაიმართება  სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკში, ნარდსა და მაგიდის  ჩოგბურთში.

დაგეგმილია  ასევე კულინარიული და   ქართული ცეკვის მასტერკლასები,ბარმენების შოუ,  კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ეთნო ჯაზ ბენდ  "სტუმრების"  მონაწილეობით. სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყობა  დასასვენებელი სივრცეები,  მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯის და სოფლების კუთხეები.  ღონისძიებაში  სასტუმროები და კვების ობიექტებიც  მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში