ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი  2021 წელს საქართველოში ჩატარდება

16 ივლისი 2019, 17:27 229 ნახვა

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის და ქართული კალათბურთისთვის დიდი გამარჯვებაა. 

''ეს არის დიდი გამარჯვება, ეს არის გამარჯვება ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად ჩვენი სპორტისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ბევრს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. 2021 წელს კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს ჩავატარებთ. ჩვენს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის გავლა არ მოუწევს, პირდაპირ მთავარ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

დიდი კონკურენცია იყო, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და შედეგმაც არ დააყოვნა'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში