ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს კანცლერის პოსტზე შეარჩიეს

20 ივნისი 2019, 17:55 1283 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ახალ კანცლერს აირჩევს. უნივერსიტეტის 11 წევრიანმა აკადემიურმა  საბჭომ დღეს ერთადერთ კანდიდატს ალექსანდრე მითაიშვილს მხარი დაუჭირა. იგი წარმომადგენლობით საბჭომ ათი დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.  

ალექსანდრე მითაიშვილი ბათუმი მერის მოადგილე იყო. იგი ძირითადად განათლების კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით მუშაობდა. კანცლერი 4 წლის ვადით ირჩევა.

აქამდე ამ პოზიციას ჯემალ ანანიძე იკავებდა. მას მეორეჯერაც შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა თუმცა  განაცხადი არ გაუკეთებია.   კანცლერი უნივერსიტეტში საფინანსო ადმინისტრაციულ მიმართულებას კურირებს, ასევე მართავს მატერიალურ ტექნიკურ ბაზას. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში