მასწავლებლობის სურვილი 5 000 აპლიკანტმა გამოთქვა - რეგისტრაცია ხვალ სრულდება 

23 მაისი 2019, 12:03 2284 ნახვა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 13 მაისს დაიწყო, ხვალ დასრულდება. 

ამ დროისთვის რეგისტრაცია 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. აქედან 20 ათასამდე პრაქტიკოსი, მოქმედი მასწავლებელია, 5 ათასამდე კი, მასწავლებლობის მსურველი.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს. 

ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. ის გამარტივებული ფორმატით, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge-ზე მიმდინარეობს.

საკვალიფიკაციო გამოცდები ივლისში დაიწყება, შედეგები კი სექტემბერში გახდება ცნობილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში