''ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან''

17 აპრილი 2019, 00:00 507 ნახვა

„სიმღერით დაბრუნება“ - ასე ჰქვია კონცერტს, რომელსაც თურქეთში მცხოვრები ქართველები დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავენ.  ჩვენებურების მიერ შენარჩუნებულ სიმღერებსა და ცეკვებს ინეგოლში მცხოვრები ქართველები შეასრულებენ. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება და კონცერტის შემდეგ დაშორებულ ნათესავებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება მიეცემათ.  

კონცერტში ინეგოლის მოსახლეობის მიერ შემონახულ სიმღერებს შეასრულებს ქედის ანსამბლი „ელესა“.  ღონისძიების ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა“ და აჭარის განათლების  სამინისტროა.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი