პროტესტი ხეების მოჭრის გამო

07 აგვისტო 2016, 00:00 2610 ნახვა

ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადლიის დასახლებაში ხეების მოჭრა მოსახლეობამ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გააპროტესტა. მოსახლეობის თქმით, 7 ხე გუშინ გვიან ღამით მოიჭრა. ტერიტორია რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ელექტრონული აუქციონის გზით 19 მილიონ ლარად ერთ-ერთ კერძო კომპანიაზე გასხვისდა. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურში ამბობენ, პროექტით რეგიონში არანაკლებ 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულმა კომპანიამ თავად მიიღო ხეების მოჭრის გადაწყვეტილება, პროექტის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანია აღნიშნული ტერიტორიის გამწვანებას თავად მოახდენს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი