კირნათი ჰესის პიკეტირების 56-ე დღე

02 აგვისტო 2016, 00:00 2187 ნახვა

''კირნათიჰესის''პიკეტირების 56-ე დღეს  სოფელ კირნათის  მცხოვრებლები  საქართველოსა  და  რეგიონის მთავრობებისგან კვლავ  პასუხს ელიან. 6 პუნქტიან განცხადებაში,   რომელიც მათ შესაბამისი  ადრესტებისთვის აქვთ დაგზავნილი –ითხოვენ  კომპენსაციებს მათ სარგებლობაში არსებული მიწების სანაცვლოდ, ასევე ჰესის  მშენებლობაზე  ადგილობრივების დასაქმებას, გამომუშავებული ელექტროენერგიის თემის მოსახლეობისთვის უფასოდ მიწოდებას  და განსახლების აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის სრულად  დაკმაყოფილებას. კირნათელები ამბობენ, რომ თუ  5 დღის  განმავლობაში პასუხს  ვერ მიიღებენ, პროტესტის  ფორმას  გაამკაცრებენ.   განაწყენებულ  კირნათელებს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მოთმინებისკენ მოუწოდებს. ილია  ელოშვილი აცხადებს, რომ კომპენსაციებს მიწებისთვის მოსახლეობა აუცილებლად მიიღებს და ამ ეტაპზე  სამინისტრო ჰესების  მფლობელი კომპანიისგან პასუხს  ელოდება.  

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი