80 ათასზე მეტი ამომრჩეველი და 10 საჩივარი – ასეთია 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემები

29 ნოემბერი 2018, 00:00 1834 ნახვა

80 ათასზე მეტი ამომრჩეველი და 10 საჩივარი – ასეთია 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემები. “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ბათუმში 10 პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი პირველ ტურთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და მას 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ცნობისთვის, პირველ ტურში, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობდა. რაც შეეხება საჩივრებს, მეორე ტურში ბათუმის ოლქში დარღვევების ამსახველი გაცილებით ნაკლები დოკუმენტი შევიდა, ვიდრე 28 ოქტომბერს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში