სარალიძის მკვლელობის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

08 ივნისი 2018, 00:00 2127 ნახვა

შს სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ სამინისტრომ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ:

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს".

ამავე კატეგორიაში