ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება

15 მაისი 2018, 00:00 2344 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პოზიციების შეჯერების რესურსიც გააჩნიათ. მმართველი გუნდი თანხმდება იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დაიჭირონ, ასევე უნდა ებრძოლონ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას, თუმცა პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ემიჯნება.

ორი კვირის ვადაში უმრავლესობაში პოზიციები უნდა შეჯერდეს _ თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის დოზირების საკითხებთან დაკავშირებით ანუ რომელი ნარკოტიკული საშუალება რა ოდენობით უნდა ჩაითვალოს პირად მოხმარებადი და არა გავრცელებად ან რეალიზებად _ ეს თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია დეპუტატთა ნაწილისთვის, რადგან რისკებს სწორედ ამ მიმართულებით ხედავენ. უმრავლესობის ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ მომხმარებლის მიმართ კანონი უფრო ლოიალური უნდა იყო და უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო ნარკოდანაშაულის, ნარკოდილერების წინააღმდეგ. ოპოზიციაში ემხრობიან დეკრიმინალიზაციას, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ, რადგან შეკითხვები აქვთ სწორედ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათი თქმით, საპარლამენტო შეხვედრა საჭიროა იმისთვის, რომ მეტი დეტალი გახდეს ცნობილი, თუ როგორ და როდის შესრულდება გიორგი გახარიას დაპირება ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.   

ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში სამჯერ გადავადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ დოკუმენტი განსახილველად ორი კვირის ვადაში მზად იქნება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი