გია გეგუჩაძე ბათუმის ''დინამოს'' ახალი მწვრთნელია

15 იანვარი 2018, 00:00 2780 ნახვა

ბათუმის ‘’დინამოს’’ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. საფეხბურთო კლუბს გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში.

გასული სეზონი შედეგების მიხედვით, ‘’დინამო’’ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა, პირველი მარტიდან კი გუნდი ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში, ახალი მთავარი მწვრთნელით ჩაებმება.

გია გეგუჩაძე სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს,  ზესტაფონს და ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა.

იგი ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე კლუბი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა.  52 წლის სპეციალისტმა ეს 2004 წელს  შეძლო, როდესაც თბილისის ''დინამო'' უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

გია გეგუჩაძის განცხადებით, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ოფიციალურ კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს, საქმეს კი მომავალი კვირიდან შეუდგება.

მოლაპარაკებებს ბათუმის მერია და საფეხბურთო კლუბის ახალი მფლობელები აწარმოებენ.  

ამავე კატეგორიაში