ზარალის დათვლა

28 ოქტომბერი 2017, 00:00 2592 ნახვა

ქედაში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალეს. მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ზიანი სოფელ ოქტომბრისა და სოფელ ზენდიდში მცხოვრებ ოჯახებს მიადგათ, რომლებიც დროებით გამგეობის მიერ ნაქირავებ ფართში ცხოვრობენ. ქედის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სოფელ ზენდიდში , ბერიძეების საცხოვრებელთან გაბიონის მოწყობა იგეგმება.

ხოლო, სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი დაენგრა,  ფინანსურად დაეხმარებიან. სტიქია ქედაში ოქტომბერში მოხდა,რის გამოც ამ დრომდე ჩაკეტილია გზა სოფელ მეძიბნაში. სკოლამდე მისვლა მოსწავლეებს შემოვლითი გზით უწევთ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში