შეიძლება თუ არა შავ ზღვაში მედუზებმა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას

13 სექტემბერი 2017, 00:00 12200 ნახვა

მედუზების ცალკეულ სახეობას ტოქსინები აქვს, რაც  ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ყველა ჯგუფს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობისაა თურრიტოპსის ნუტრიცულა, რომელიც  კარიბის აუზში ბინადრობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ სახეობის მედუზებს „უკვდავებას“  რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი სძენს. 
ბიოლოგების განმარტებით, შავ ზღვაში რბილსხეულიანთა 5 სახეობაა, ამათგან 3 აბორიგენული  და 2 ინვაზიურია. მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები ერთმანეთს აბალანსებს იმდენად, რომ ზღვის ეკოსისტემაზე უარყოფითად არ აისახება.

 შავ ზღვაში არსებული მედუზების ყველა სახეობა, რომელიც გხვდება, როგორც ღრმა წყალში, ასევე სანაპირო ზოლში, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მას ინტენსიური ზემოქმედების შედეგად მხოლოდ კანის უმნიშვნელო გაღიზიანება შეუძლია. მასთან მიახლოება და ხელში დაჭერა უსაფრთხოა.

გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მედუზები წყალს ასუფთავებენ მცდარია, მათ უყვართ წყნარი, გამჭირვალე წყალი და სწორედ ამ დროს გამოდიან ნაპირზე ზღვის სიღრმეებიდან.
თავისი აგებულებითა და სიფერადით მედუზების უმეტესობა  ზღვის ეკოსისტემას ალამაზებს. მათი რბილი ზედაპირი იმდენად სათუთია, რომ ადამიანის შეხებაც კი შესაძლოა მათთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს.
იმის მიუხედავად, რომ მედუზას რბილი და საცეცებიანი სხეული, ხშირად უცნაურ და იდუმალ შთაბეჭდილებს გვიქმნი.  ისინი 650 მილიონ წელიწადზე მეტია რაც არსებობენ და საკმაოდ მომხიბვლელები არიან.

მედუზები, რომლებსაც წყლის ეკოსისტემის ,,ფერად სამყაროს“ უწოდებენ —ზღვასა და ოკეანეში თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი ჯგუფია. ისინი წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების —პოლიპების დაკვირტვით. თაობათა მორიგეობა არ ახასიათებთ და კვერცხიდან ვითარდებიან. უმეტესობას აქვს  არასასიამოვნო საცეცები და ქოლგის ფორმის ჟელატინის ზარები. ძირითადად გვხვდება ფერადი მედუზები, თუმცა არსებობს მოთეთრო ფერისაც.

წყარო - video - www.aqua.org - National Aquarium in Baltimore, MD. photo - www.protagon.gr

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში