ნაცემი ახალგაზრდები თავდასხმაში პოლიციელებს ადანაშაულებენ

12 სექტემბერი 2017, 00:00 2158 ნახვა

ქობულეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი იხსენებს, რომ თავდამსხმელს მაისური ეცვა წარწერით: შინაგან საქმეთა სამინისტრო. მალხაზ გირითილაძის თქმით ღამით პარკიდან სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მამუკა იმნაძის თქმით, თავდამსხმელები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა არა ადგილობრივები.

„მსგავსი შემთხვევები ხშირია, ჯგუფები ჩამოყავთ, რომლებიც უდანაშაულო მოქალაქეებს უმიზეზოდ ესხმიან თავს, ეს მიზანმიმართულად ხდება“ - ამბობს ქობულეთის მკვიდრი. ინციდენტში მონაწილეები გუშინ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დღეს მათთან გამომძიებლები სახლშიც მივიდნენ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩვენების მიცემა ვერ შეძლეს.

შემთხვევა ქობულეთში, რესტორან 'პალმას"  მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში