ატლანტის აუზის ქვეყნებში ქარიშხლის სეზონი პიკს აღწევს

25 აგვისტო 2017, 00:00 2035 ნახვა

 ატლანტის აუზის ქვეყნებში ქარიშხლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.

მეტეოროლოგები მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. გრიგალთა სეზონი ოფიციალურად 1 ივნისს იწყება და როგორც წესი, კულმინაციას აგვისტოს ბოლო დეკადაში აღწევს. პროცესი სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. „ამ დროს, ძლიერი და სწრაფი ტროპიკული ქარიშხლისა და გრიგალის განვითარების იდეალური პირობებია“, - ამბობს ექსპერტი დენ კოტლოვსკი. როგორც ის აღნიშნავს, ატლანტის აუზის ტროპიკული ციკლონის 80% ამ მოკლე პერიოდში ყალიბდება. ძირითად როლს კი ორი ფაქტორი ასრულებს: ხმელეთისა და ამ დროისთვის არსებული ოკეანის მაღალი ტემპერატურის კომბინაცია.

2001 წლიდან დღემდე ატლანტის ოკეანეში უმაღლესი კატეგორიის 8 ქარიშხალი წარმოიქმნა. მეტეოროლოგების განცხადებით, მანამდე ყველაზე რთული 1960-1969 წლები იყო. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2005 წელი, როცა ამერიკის შეერთებულ შტატების სანაპიროს უმაღლესი კატეგორიის 4 ქარიშხალი დაატყდა. ამათგან კარიშხალი "კატრინა" ყველაზე დამანგრეველი იყო. მან მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის ეკონომიკას კი 150 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

წყარო: ssec

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში