პირველი ვიდეო კადრები ბათუმის დელფინარიუმიდან-„მონიკას“ შვილი შეეძინა

08 ივნისი 2016, 00:00 6503 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. ახალშობილის დედა, დელფინი, მეტსახელად „მონიკაა“.

შოუს დელფინარიუმის ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღის მოწმენი გახდნენ.

გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია  საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობენ.

დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და შესაბამისად შოუს ქრონომეტრაჟშიც.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეოთხედ დაფიქსირდა. „ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ“,-აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

ამავე კატეგორიაში