გაუქმებული  ფოლკლორის განყოფილება

08 ივნისი 2017, 00:00 2021 ნახვა

რატომ გააუქმა, შუახევის კულტურის ცენტრის ახალმა უფროსმა ფოლკლორის განყოფილება? მაკა  მაკარაძე ამბობს, რომ ვერ იპოვა ადამიანი ვინც ამ სამსახურს უხელმძღვანელებდა. ფაქტს სპეციალისტები უარყოფითად აფასებენ. გიორგი უშიკიშვილი აქცენტს შუახევის ანსამბლების პოპულარობაზე აკეთებს და ამას ყოფილი უფროსის, ლოლიტა სურმანიძის საქმიანობას უკავშირებს. მან თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, კულტურის ცენტრის უფროსის სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე დატოვა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში