შეხვედრა ვეტერან სპორტსმენებთან

30 მაისი 2017, 00:00 1050 ნახვა

ვეტერან ბათუმელ სპორტსმენებს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში უმასპინძლეს. ოლიმპიელები, მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებული  მოჭადრაკეები, მშვილდოსნები, მოჭიდავეები და ფეხბურთელები ახალგაზრდებს შეხვდნენ. მათ თავიანთი სპორტული მიღწევები გაიხსენეს.  ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანი, ახალგაზრდა და ვეტერან ბათუმელ სპორტსმენთა დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა.  შეხვედრები სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.  

ამავე კატეგორიაში