მოქალაქე ''სახელმწიფო ელექტროსისტემის'' წინააღმდეგ

12 მაისი 2017, 00:00 3183 ნახვა

მოქალაქე "სახელმწიფო ელექტროსისტემის" წინააღმდეგ. სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში კომპანია უნებართვოდ შემოიჭრა, თუმცა მუშაობის უფლება ოჯახმა არ მისცა.  ჯამბულ მახაჭაძისთვის  კომპენსაციის შემოთავაზება არასაკმარისი იყო. რის შემდეგადაც "ელექტროსისტემას" ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ტერიტორიაზე 200-მდე ვენახი და სხვადასხვა ხეხილია გაშენებული და ის ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მახაჭაძეები ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანზეც საუბრობენ.

კომპანიის ინფორმაციით, ოჯახთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრის, გიორგი შარკოვის, მტკიცებით პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.  კომპანიის  სატელევიზიო კომენტარს შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში