რეპეტიციები  დარბაზის ნაცვლად  ფოიეში 

11 მაისი 2017, 00:00 3129 ნახვა

ცეკვა ფოიეში. ქედის კულტურის ცენტრში დარბაზებსა და სარეპეტიციო ოთახებში, ნესტისა და წვიმისგან, იატაკი დაზიანებულია, რის გამოც სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს მეცადინეობა ფოიეში უხდებათ. სხვა ფოლკლორული წრეები კი რეპეტიციებს კაბინეტებში გადიან.

შენობის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. პრობლემაა პანდუსებიც, რომლებიც სტანდარტებს არ შეესაბამება, შესაბამისად შშმ პირები ვერ სარგებლობენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში