მგლების შემოსევა ყინჩაურში

21 აპრილი 2017, 00:00 4448 ნახვა

ათ დღეში განადგურებული ექვსი პირუტყვი. ყინჩაურის მოსახლეობა სოფელში მტაცებელი ცხოველების თავდასხმაზე  საუბრობს. ადგილობრივების მტკიცებით, ორი დღის მგლების ხროვამ პირუტყვი საცხოვრებელ  სახლთან  ახლოს  გაანადგურა. მათივე ინფორმაციით,  მსგავსი შემთხვევა სხვა სოფლებშიც დაფიქისრდა.

 

ადგილობრივები სახელმწიფოსგან მტაცებელი ცხოველის განადგურების ნებართვას და  ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ხულოს გამგებლის განცხადებით, მტაცებელი ცხოველისგან მიყენებულ ზარალს უახლოეს დღეებში დაადგენენ.  ბესიკ ბაუჩაძის თქმით,  მგლის და დათვის მოკვლის ნებართვასთან დაკავშირებით წერილობით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უკვე  მიმართეს.  ბაუჩაძის განმარტებით მოსახლეობას საფრთხის თავიდან ასაცილებლად უფლება აქვს მტაცებელი ცხოველი გაანადგუროს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში