სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი

16 აპრილი 2017, 00:00 8185 ნახვა

დღეს ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღეა. ადამიანი, რომელმაც მსოფლიო უკეთეს ადგილად აქცია, 128 წლის გახდებოდა. ლეგენდარული მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი 1889 წლის 16 აპრილს დაიბადა. მას მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებს, რომელმაც კინოინდუსტრია დაიპყრო.

ჩაპლინმა სამსახიობო კარიერა სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით ადრეული ასაკიდან დაიწყო. 9 წლამდე ჩარლისა და მის ძმას ფინანსური კრიზისის გამო ორჯერ შრომა-გამოსწორების ბანაკში მოუხდათ ყოფნა. დედა კი მენტალური პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 19 წლის სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი პრესტიჟული კომპანია ,,ფრედ კარნოს" წყალობით ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა. იგი არა მარტო მუნჯი კინოს, არამედ ხმოვანი ფილმების ეპოქაშიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. 

ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა. 

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას.

ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებულია 35 მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.
თანამედროვე დროის ჩარლი ჩაპლინი,  Modern Times Charlie Chaplin 1936.



ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში