დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

13 მარტი 2017, 00:00 1747 ნახვა

ბრალდებული დეკანოზის დაკითხვის პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა.  ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე, ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დეკანოზის მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე 30 000 ლარის ოდენობის სესხის აღების შესახებ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას ეს თანხა გერმანიაში გასამგზავრებლად სჭირდებოდა.  როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, სახელმწიფო ბრალდების მხრიდან სესხთან და სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კითხვები არ დასმულა. პროკურორებს შესვენების პერიოდშიც არ დაუტოვებიათ ე.წ. მატროსოვის ციხე, შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები იქნა ბრალდებულის მისამართით დასმული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი